Go to the 'facebook.com' websitefacebook.com
Go to the 'twitter.com' websitetwitter.com
Go to the 'instagram.com' websiteinstagram.com
Go to the 'ok.ru' websiteok.ru
Go to the 'vk.com' websitevk.com
Go to the 'qzone.qq.com' websiteqzone.qq.com
Go to the 'pinterest.com' websitepinterest.com
Go to the 'tumblr.com' websitetumblr.com
Go to the 'flickr.com' websiteflickr.com
Go to the 'ask.fm' websiteask.fm
Go to the google.com websitelinkedin.com
Go to the google.com websitegacnoba.ge
Go to the google.com websiteforum.ge
Go to the google.com websitemylove.ge
Go to the google.com websitemessenger.com
Go to the google.com websiteface.ge
Go to the google.com websitemeetup.com
Go to the google.com websitetagged.com
Go to the google.com websiteclassmates.com
Go to the google.com websitesms.ge
Go to the google.com websitemagtifun.ge

სოციალური ქსელი

სოციალური არის ონლაინ პლატფორმა, მას იყენებენ ერთმანეთთან ურთიერთობისათვის, ასევე შესაძლებელია ადამიანებმა იპოვონ ერთმანეთი რომელთაც აქვთ საერთო ინტერესები.

სოციალურმა ქსელმა პირველად 1995 წლიდან დაიწყო პოპულიარობის მოხვეჭა რაც გამოიწვია ამერიკული პორტალის Classmates.com-ის გამოჩენამ. პროექტი ძლიერ წარმატებული აღმოჩნდა, რამაც პროვოცირება გაუწია, რომ გაჩენილიყო რამოდენიმე ათეული ანალოგიური სერვისი, მაგრამ სოციალური ქსელის ბუმის დასაწყისად ოფიციალურად მიჩნეულია 2003-2004 წლები როდესაც ამერიკაში გაშვებულ იქნა Linkedin, MySpace და Facebook. რუსულენოვან სეგმენტში კი Одноклассники და ВКонтакте 2006 წლიდან.

სოციალური ქსელი არის უძლიერესი ინსტრუმენტი მარკეტინგული გამოკვლევებისათვის ადამიანები აქ თავის ნებით აქვეყნებენ ინფორმაციას საკუთარ თავზე, საკუთარ შეხედულებებსა და ინტერესებზე, ამით რეკლამის დამკვეთებს ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ რომელ მომხმარებელს დააინტერესებს მისი განცხადება, მისი პროფილიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე (ასაკი, სქესი, ადგილმდენარეობა და სხვ.)

Facebook

facebook.com არის უმსხვილესი სოციალური ქსელი რომელიც დააფუძნა მარკ ცუკერბერგმა 2004 წელს, თავიდან ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, შემდეგ ბოსტონის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ხოლო შემდეგ ა.შ.შ.-ის ყველა სასწავლებლის სტუდენტებისათვის ვისაც ჰქონდა ელექტრონული ფოსტის მისამართი .edu დომენზე. 2006 წლიდან საიტი ხელმისაწვდომია ყველა ინტერნეტ-მომხმარებლისათვის 13 წლის ასაკიდან ვისაც აქვს ელექტრონული ფოსტის მისამართი. ფეისბუკი შედის მსოფლიო საიტების ხუთეულში ვიზიტორების მრავალრიცხოვნებით, მას ყავს 2 მილიარდამდე მომხმარებელი,

ფეისბუქის სერვისზე წვდომა შეიძლება სხვადასხვა მოწყობილობებიდან როგორებიც არის კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და სხვა.

ფეისბუკზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია შექმნას თავის თავზე პერსონალურად მორგებული პროფილი, განათავსოს ფოტოები, ვიდეოები, დაიმეგობრონ სასურველი ადამიანები და ქონდეთ მიმოწერა ერთმანეთში, გამოაქვეყნონ სტატუსები, დატოვონ შეტყობინება საკუთარ ან სხვის კედელზე. 2016 წლიდან გაიშვა ფუნქციამ Facebook Live რომლითაც შესაძლებელია პირდაპირი ვიდეოტრანსლიაცია.

ფეისბუკზე ასევე შესაძლებელია განსაზღვრო ვის ქონდეს უფლება და ვის არა შენს მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათებისა და სტატუტების ნახვისა, ასევე შესაძლებელია არასასურველი ვიზიტორების დაბლოკვა.

Twitter

twitter.com არის ამერიკული მიკრობლოგისა და სოციალური ქსელის სერვისი, მისი მფლობელია კომპანია Twitter Inc რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში (კალიფორნიის შტატი) კომპანიის ოფისებში მუშაობს 3000-მდე თანამშრომელი. ავტორები არიან ჯეკ დორსი, ევან უილიამსი და ბიზ სტოუნი. საიტის გაშვების თარიღად მიჩნეულია 2006 წლის 15 ივლისი, ტვიტერს ყოველწლიურად სტუმრობს 1,3 მილიარდი ადამიანი.

ტვიტერი იყო კომპანია Odeo-ს სამეცნიერო-კვლევითი პროექტი შიდა მოხმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა SMS სერვისით მცირე ჯგუფს, თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო რომ პასუხი მიეღოთ ერთადერთ კითხვაზე „რას აკეთებ ახლა შენ?“. ჯეკ დორსს უნდოდა შეექმნა ისეთი პლატფორმა რომელიც საშუალებას მიცემდა მუდმივად ჰქონოდა მიმოწერა მეგობრებთან მოკლე ტექტური შეტყობინებებით, შეტყობინება „ტვიტერი“-ში მყისვე აისახებოდა მომხმარებლის გვერდზე და მყისვე იყო შესაძლებელი ასახულიყო სხვა მომხმარებლების გვერდებზე ვისაც ჰქონდა შეტყობინების მიღების უფლება.

ნამდვილ ტრიუმფს კი „ტვიტერი“-მა მიაღწია 2007 წელს, ხოლო 2010 წლის სექტემბერში Twitter Inc დაიწყო საიტის გადამუშავება განახლებული ლოგოტიპის ჩათვლით და იქნა გაშვებული საიტის ახალი ვერსია რომელიც ფოტოგრაფიებისა და ვიდეოების პირდაპირ საიტზე ნახვის საშუალებას იძლეოდა, რამაც მთლიანობაში გაამდიდრა მომხმარებლისა და „ტვიტერი“-ს ურთიერთობა, რადგან იგი გახდა უფრო სწრაფი, მარტივი და უფრო მეტად ფუნქციონალური.

დღეისათვის Twitter.com შედის მსოფლიო საიტების ათეულში ვიზიტორების სიმრავლით.