გადასვლა'gmail.com'-ის ვებ გვერდზეgmail.com
გადასვლა'outlook.live.com'-ის ვებ გვერდზეoutlook.live.com
გადასვლა'login.yahoo.com'-ის ვებ გვერდზეlogin.yahoo.com
გადასვლა'mail.rambler.ru'-ის ვებ გვერდზეmail.rambler.ru
გადასვლა'e.mail.ru'-ის ვებ გვერდზეe.mail.ru
გადასვლა'mail.yandex.ru'-ის ვებ გვერდზეmail.yandex.ru
გადასვლა'mail.yahoo.com'-ის ვებ გვერდზეmail.yahoo.com
გადასვლა'login.aol.com'-ის ვებ გვერდზეlogin.aol.com
გადასვლა'ultramail24.com'-ის ვებ გვერდზეultramail24.com
გადასვლა'mail.com'-ის ვებ გვერდზეmail.com
გადასვლა'login.one.com'-ის ვებ გვერდზეlogin.one.com
გადასვლა'nid.naver.com'-ის ვებ გვერდზეnid.naver.com

Email ელექტრონული ფოსტა

Email ელექტრონული ფოსტა არის ელექტრონული წერილებისა და შეტყობინებების გასაგზავნი და მისაღები ტექნოლოგია კომპიუტერული ქსელის მომხმარებლებს შორის

ელექტრონული ფოსტა თავისი შემადგენელი ელემენტებით და მუშაობის პრინციპით პრაქტიკულად ანალოგიურია ჩვეულებრივი (ქაღალდის) ფოსტის, რომლიდანაც ტერმინებიც კი ნასესხები აქვს, როგორიცაა (ფოსტა, წერილი, კონვერტი, ყუთი, გაგზავნა, მიწოდება,  და სხვა.) აგრეთვე თან ახლავს ფოსტისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, როგორებიც არის მოხმარების სიმარტივე, წერილის გადაცემის დაგვიანება, საკმარისი საიმედოობა და ამავე დროს მიწოდების გარანტიის არარსებობა.

ელექტრონული ფოსტის უპირეტესობები არის ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი მისამართი მომხმარებლის_სახელი@დომენური_სახელი (მაგ. მომხმარებელი@დომენი) ასევე შესაძლებლობა გაგზავნო როგორ უბრალო წერილი ასევე სხვადასხვა ფორმატის ფაილები (მაგ. ტექსტური დოკუმენტები, ფოტოსურათები, მედიაფაილები, არქივფაილები და სხვა.)

ელექტრონული ფოსტის ნაკლოვანებაა ისეთი ფენომენის არსებობა როგორიც არის სპამი (მასიური რეკლამები და ვირუსული გზავნილები) წერილის გადაცემის დაგვიანება, შეტყობინების ზომის შეზღუდვა როგორც ერთი შეტყობინების ფარგლებში ასევე მთლიანად წერილების რაოდენობა საფოსტო ყუთში.

ამჟამად ნებისმიერ დამწყებ მომხმარებელიც ადვილად შეძლებს ელექტრონული ფოსტის გახსნას და მის მოხმარებას.

ელექტრონული ფოსტის გამოჩენის თარიღად მიჩნეულია 1965 წელი, როდესაც მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაწერეს პროგრამა mail ოპერაციული სისტემისათვის CTSS (Compatible Time-Sharing System)

სახელების განაწილების გლობალური სისტემის DNS გამოჩენის შემდეგ, მისამართის მისათითებლად დაიწყეს დომენური სახელის გამოყენება (მაგ.user@example.com) მომხმარებელი user  example.com მანქანაზე. ამის პარალელურად მოხდა კონცეფციის ,,მანქანაზე“ გადახედვა და ფოსტისათვის დაიწყეს გამოყოფილი სერვერების გამოყენება, რომლებზეც ჩვეულებრივ მომხმარებელს არ ქონდა წვდომა (მხოლოდ ადმინისტრატორებს) მომხმარებლები კი მუშაობდნენ თავის მანქანებზე, ამასთან ფოსტა მოდიოდა არა მომხმარებლებლის სამუშაო მანქანაზე არამედ საფოსტო სერვერზე საიდანაც მომხმარებლებს თავისი ფოსტა გაქონდა სხვადასხვა ქსელური პროტოკოლებით. (მათ შორის დღევანდელობაში  გავრცელებული POP3, IMAP, MAPI, ვებ-ინტერფეისები) DNS გამოჩენასთან ერთად გამოგონილი იქნა ფოსტის მიწოდების მარშრუტების დარეზერვების სისტემა, ხოლო დომენური სახელი საფოსტო მისამართში უკვე აღარ იყო კონკრეტული კომპიურერის სახელი, იგი გახდა უბრალოდ საფოსტო მისამართის ფრაგმენტი.

ამჟამად მრავალი უფასო ელექტრონული ფოსტა არსებობს, როგორებიც არის: Gmail.com,  yahoo.com, yandex.ru, rambler.ru, mail.ru და სხვები.

Gmail-ყველასაგან ხელმისაწვდომი უფასო საფოსტო ყუთია კომპანია google-სგან, 2012 წლის ოქტომბრიდან Gmail-ის მომსახურება ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, მან უნიკალური მომხმარებლების რაოდენობით გაუსწრო კონკურენტ Hotmail-ს, მისი მომხმარებლების რაოდენობამ 420 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ამ საფოსტო მომსახურების მომხმარებელი საფოსტო მისამართს იღებს დომენზე gmail.com (username@gmail.com) ტიპის და ფსევდონიმს დომენზე googlemail.com  (username@googlemail.com) 2005 წლის 1 აპრილიდან საფოსტო ყუთის მოცულობა გაიზარდა 1-დან 2 გბ-მდე და მას შემდეგ მუდმივად იზრდება, ამჟამად მომხმარებელს შეუძლია 15 გბ-ის მოცულობის მონაცემების შენახვა.

Gmail-ის ვებ-ინტერფეისი მთლიანად აწყობილია ბრაუზერის სკრიპტულ დაპროგრამების ენა JavaScript-ზე, რაც კლავიატურიდან ბრძანებების მიცემის და გვერდის გადაუტვირთავად განახლების  შესაძლებლობას იძლევა, ასევე შესაძლებელია  გადართვა ინტერფეისზე, რომელიც აშენებულია მხოლოდ HTML-ვებ გვერდის სტანდარტულ მარკირების ენაზე, რომელიც მხარდაჭერილია ყველა ბრაუზერის მიერ.

instagram.com