გადასვლა'youtube.com'-ის ვებ გვერდზეyoutube.com
გადასვლა'myvideo.ge'-ის ვებ გვერდზეmyvideo.ge
გადასვლა'vitube.ge'-ის ვებ გვერდზეvitube.ge
გადასვლა'net.adjara.com'-ის ვებ გვერდზეnet.adjara.com
გადასვლა'video.boom.ge'-ის ვებ გვერდზეvideo.boom.ge
გადასვლა'rutube.ru'-ის ვებ გვერდზეrutube.ru
გადასვლა'intermedia.ge'-ის ვებ გვერდზეintermedia.ge
გადასვლა'funny.ge'-ის ვებ გვერდზეfunny.ge
გადასვლა'iptv.ge'-ის ვებ გვერდზეiptv.ge
გადასვლა'palitravideo.ge'-ის ვებ გვერდზეpalitravideo.ge
გადასვლა'sportvideo.ge'-ის ვებ გვერდზეsportvideo.ge
გადასვლა'metacafe.com'-ის ვებ გვერდზეmetacafe.com

ვიდეოპორტალი

ჩვენ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში პოპულარული ვიდეო საიტების (იგივე ვიდეოპორტალი) კატალოგი, როგორებიც არის: Youtube, adjaranet, rutube, funny, myvideo, vitube, videoboom, intermedia და სხვები.

ვიდეოპორტალი არის დიდი ინტერნეტ-საიტი რომელზეც განთავსებულია ვიდეო-რგოლები. ასეთი საიტების კონტენტი სრულად ონლაინ-ვიდეოებისაგან შედგება. ბოლო პერიოდში რამოდენიმე გამოკვლევამ აჩვენა რომ შეერთებულ შტატებში ონლაინ-ვიდეოებს მოსახლეობის უმრავლესობა ნახულობს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია წარმატებული ვიდეოპორტალების გაჩენით. ეს ვიდეოპორტალები მომხმარებელს თავაზობენ პროფესიონალურ კონტენტს. ონლაინ-ვიდეოების ხანგრძლივობა უმეტესად 5 წუთზე ნაკლებია რადგან  სწორედ ასეთ კონტენტს არჩევს ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები.

ვიდეოპორტალი (იგივე ვიდეო პლატფორმა) ,,ვიდეო მოთხოვნით“ სერვისი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს პორტალზე საკუთარი ვიდეო, ნახოს სხვის მიერ ატვირთული თქვენთვის საინტერესო ვიდეო მასალა, ნახოს საინტერესო ფილმები, სერიალები, ნახოს მუსიკალური კლიპები, სატელევიზიო გადაცემები. ასევე ბევრ ვიდეოპორტალს აქვს პირდაპირი,  ეგრეთ წოდებული ,,ლაივ“-Live რეჟიმი რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გახვიდეთ პირდაპირ ეთერში. დიდი ვიდეოფილმების ნახვაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო ჩვეულეულებრივ კლასიკურ ვიდეოფორმატში, ამიტომ ვიდეოპორტალები მომხმარებელს თავაზობენ ვიდეოს შემცირებული რეზოლუციით, მომხმარებლის ინტერნეტ-კავშირის შესაბამისად. ასევე იყენებენ კლიენტის პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა Flash.

ვიდეოპორტალებმა პოპულარობა მოიპოვა 2005 წლიდან და დღეისათვის ისინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებ-საიტებია ინტერნეტსივრცეში, ამ ვებსაიტებზე

ამჯამად მსოფლიოში ყველაზე დიდი ვიდეოპორტალი არის Youtube. დომენური სახელი ,,Youtube.com“ გააქტიურებული იქნა 2005 წლის 14 თებერვალს. პირველი ვიდეო Youtube-ზე აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს სახელწოდებით მე ზოოპარკში, რომელზეც ასახულია Youtube-ს თანადამფუძნებელი ჯავედ კარიმი სან-დიეგოს ზოოპარკში, რომელიც გადაიღო მისმა სკოლის მეგობარმა.

Youtube-ს პირველი დროებითი ოფისი გახსნილი იყო ავტოფარეხში. 2005 წლის ნოემბერში განახორციელდა პირველი ინვესტიცია 3,5 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო 2006 წლის აპრილში კიდევ 8 მილიონი, რადგან კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველი თვეების მანძილზე, და ამ პერიოდისათვის Youtube იყო ერთ ერთი ყველაზე სწაფად მზარდი საიტი მსოფლიო გლობალურ ქსელში, მისმა ნახვებმა მიაღწია 100 მილიონს დღეში, მან დაიკავა მე-5 ადგილი პოპულარობით Alexa-ს საიტებს შორის.

2006 წელს ვიდეო პორტალი Youtube იყიდა კომპანია Google-მ 1,65 მილიონ დოლარად.

instagram.com