გადასვლა'google.com'-ის ვებ გვერდზეgoogle.com
გადასვლა'bing.com'-ის ვებ გვერდზეbing.com
გადასვლა'yahoo.com'-ის ვებ გვერდზეyahoo.com
გადასვლა'yandex.ru'-ის ვებ გვერდზეyandex.ru
გადასვლა'rambler.ru'-ის ვებ გვერდზეrambler.ru
გადასვლა'mail.ru'-ის ვებ გვერდზეmail.ru
გადასვლა'dogpile.com'-ის ვებ გვერდზეdogpile.com
გადასვლა'slideshare.net'-ის ვებ გვერდზეslideshare.net
გადასვლა'giphy.com'-ის ვებ გვერდზეgiphy.com
გადასვლა'yandex.com'-ის ვებ გვერდზეyandex.com
გადასვლა'duckduckgo.com'-ის ვებ გვერდზეduckduckgo.com
გადასვლა'boardreader.com'-ის ვებ გვერდზეboardreader.com
გადასვლა'wolframalpha.com'-ის ვებ გვერდზეwolframalpha.com
გადასვლა'search.creativecommons.org'-ის ვებ გვერდზეcreativecommons.org
გადასვლა'startpage.com'-ის ვებ გვერდზეstartpage.com
გადასვლა'ask.com'-ის ვებ გვერდზეask.com
გადასვლა'baidu.com'-ის ვებ გვერდზეbaidu.com
გადასვლა'msn.com'-ის ვებ გვერდზეmsn.com

საძიებო სისტემა

საძიებო სისტემა (ინგლ.search engine) არის კომპიუტერული სისტემა რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის მოსაძებნა, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი სისტემაა ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის მოსაძებნად მსოფლიო გლობალურ ქსელში. არსებობენ ასევე სისტემები რომლებსაც შეუძლიათ მოძებნონ ფაილები FTP სერვერზე, პროდუქტები ინტერნეტ-მაღაზიებში და ინფორმაცია ახალი ამბების ჯგუფებში Usenet.

საძიებო სისტემის დახმარებით ინფორმაციის მოსაძებნად მომხმარებელი აყალიბებს საძიებო კითხვას, საძიებო სისტემის მუშაობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საძიებო კითხვის შესაბამისად მოძებნოს დოკუმენტი რომელიც შეიცავს ან მითითებულ საკვანძო სიტყვას ან სიტყვას რაღაცით დაკავშირებულს საკვანძო სიტყვასთან, ამასთან აგენერირებს გვერდს ძიების შედეგებით. ასეთი ძებნის შედეგები შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის შედეგებს, მაგალითად: ვებ-გვერდებს, სურათებს, ვიდე და აუდიო ფაილებს.

საძიებო სისტემა მით უფრო უკეთესია რაც უფრო მეტი, შეკითხვის რელევანტული დოკუმენტია ძიების შედეგებში. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა Google. თუმცა არის ქვეყნები სადაც მომხმარებელი სხვა საძიებო სისტემებს ანიჭებს უპირატესობას, მაგ. რუსეთში Яндекс 10%-ით უსწრებს Google-ს

საძიებო მეთოდების მიხედვით საძიებო სისტემებს ყოფენ ოთხ ტიპად. სისტემები რომლებიც იყენებენ საძიებო რობოტებს, სისტემები მართული ადამიანების მიერ, ჰიბრიდული სისტემები და მეტა-სისტემები. საძიებო სისტემების არქიტექტურაში ჩვეულებრივ შედიან:

საძიებო რობოტები, რომლების აგროვებენ ინფორმაციას ინტერნეტ-ქსელში არსებული საიტებიდან ან სხვა დოკუმენტებიდან.

ინდექსატორი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ძიებას დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, და საძიებო გრაფიკული ინტერფეისი მომხმარებლის მუშაობისათვის.

როგორ მუშაობს საძიებო სისტემა?

როგორც წესი საძიებო სისტემები მუშაობენ ეტაპებად. თავდაპირველად საძიებო რობოტი იღებს კონტენტს, შემდეგ ინდექსატორი ქმნის საძიებო ინდექსს და ბოლოს საძიებო სისტემა უზრუნველყოფს ძიებისათვის ინდექსირებული მონაცემების ფუნქციონალურობას. საძიებო სისტემები ინახავენ უამრავ ინფორმაციას რომელსაც ისინი ღებულობენ HTML გვერდებიდან. საძიებო რობოტი, პროგრამა რომელიც ავრომატურას გადადის მოძიებული გვერდის ბმულებზე და ანხორციელებს ახალი დოკუმენტების მოძიებას, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობია სისტემისათვის. საიტის მფლობელს შეუძლია გამორიცხოს ძიებიდან გარკვეული გვერდები robots.txt-ს დახმარებით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საიტის ფაილების, გვერდების ან კატალოგების ინდექსაციის აკრძალვა.

საძიებო სისტემა აანალიზებს თითოეულ გვერდის შინაარსს შემდგომი ინდექსაციისათვის. სიტყვები შეიძლება მოპოვებული იყოს სათაურიდან, გვერდის ტექსტიდან ან სპეციალური ველებიდან, იგივე მეტატეგებიდან. ინდექსატორი არის მოდული რომელიც აანალიზებს გვერდს, წინასწარ შლის  ნაწილებად საკუთარი ლექსიკური და მორფოლოგიური ალგორითმის გამოყენებით, ვებ-გვერდის ყველა ელემენტი გამოიყოფა და ანალიზდება ცალ-ცალკე. მონაცემები ვებ-გვერდის შესახებ ინახება ინდექსის მონაცემთა ბაზაში შემდგომ მოთხოვნებში გამოსაყენებლად, ინდექსი საშუალებას იძლევა სწრაფად მოინახოს ინფორმაცია მომხმარებლის მოთხოვნაზე

ისეთი საძიებო სისტემები როგორიც არის Google ინახავენ მთელ ვებ-გვერდს ან მის ნაწილს ეგრეთ წოდებულ ქეშში, ასევე სხვადასხვა ინფორმაციას ვებგვერდის შესახებ.

ქეშის გამოყენება ეხმარება უკვე მონახულებული გვერდებიდან ინფორმაციის სწრაფად მოპოვებაში.

საძიებო სისტემების სარგებლიანობა დამოკიდებულია მის მიერ მოძიენული გვერდების რელევანტულობაზე. შესაძლოა მილიონ ვებ-გვერდს ქონდეს საძიებო სიტყვა ან ფრაზა გამოყენებული თავის ტექსტში, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იყოს მათ შორის უფრო რელევანტულები საძიებო მოთხოვნასთან მიმართებაში. უმეტესობა იყენებს რანგირების მეთოდს, რომ უკეთესი შედეგები გამოიყვანოს სიის დასაწყისში. ძებნის მეთოდები დროთა განმავლობაში იცვლება, ასე ჩამოყალიბდა საძიებო სისტემების ორი ძირითადი ტიპი, სისტემები წინასწარ განსაზღვრული და იერარქიულად დალაგებული საკვანძო სიტყვებით და სისტემები რომლებშიც  ტექსტის ანალიზის საფუძველზე ინვესტირებული ინდექსი გენერირდება.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა არის Google მას ბაზრის 69% უკავია. მეორე პოზიციას იკავებს Bing 17%-ით, მას მოდევს Baidu და Yahoo! 6%-ით, და ასე შემდეგ.

 

instagram.com